VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში სტუდენტებს შეხვდა.
მან შეხვედრისას ნეაპოლზე და გულშემატკივრებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ნეაპოლელს და თითოეულ გულშემატკივარს, რომ ასე თბილად მიმიღეს თავიანთ სახლში.
დიდი პასუხისმგებლობა როცა ამდენ ხალხს ასე უყვარხარ და ასეთ პატივს გცემენ. ეს ბოლომდე უნდა დაუფასო. რაც შეეხება მიზანს, „ნაპოლის“ მიზანია რომ ტიტულები მოვიგოთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და თითოეული თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის.
ქართველები და ნეაპოლელები ოჯახს ყოველთვის პირველი ადგილზე აყენებენ ამიტომაც აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში“, - თქვა კვარაცხელიამ.