ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
2023 წლის პირველ შეხვედრას ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ, „სან სიროზე“ მართავს.
მატჩის წინ, პრესტიჟული იტალიური მედია-საშუალება, Corriere dello Sport-ი „ნაპოლის“ ძალებს განიხილავს და მათ მთავარ იარაღად სწორედ 21 წლის ქართველს ასახელებს.
„კვარაცხელია ნომერ პირველი საჯარო საშიშროებაა, თუმცა „ნაპოლის“ წინ ვიქტორ ოსიმენიც ჰყავს, რომლის სახიფათოობაც „ინტერმა“ შარშან იგემა – ნიგერიელმა პენალტი მოიპოვა და გაიტანა, შემდეგ კი ჯეკომ გაათანაბრა.
ქართველი კი სრულიად ახალი მეტოქეა და სეზონის პირველ ნაწილში გამოვლენილი მახასიათებლების გამო განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ინძაგიმ კლასიკური გალია უნდა შექმნას სამი ფეხბურთელის მონაწილეობით: “შკრინიარი, დუმფრისი და ბარელა“, – წერს Corriere dello Sport.
ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ
1745697185
27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1745695529