1732172400
,,კვარაცხელია ჩვეულებრივ ამბავს განსაკუთრებულს ხდის" - ლუჩანო სპალეტი
„ინტერთან“ მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ სერია A-ს მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ჩვენი მეტოქე ტოპ გუნდია, მაგრამ დიდ მატჩებში ჩვენი გუნდიც იზრდება. „ნაპოლის“ გზაზე გაჩერებები არ არის, სეზონის დაწყებიდან არ გავჩერებულვართ. გამარჯვება 2023 წლის საუკეთესო დასაწყისი იქნებოდა. ამავე დროს, ტიტულზე პრეტენზიის აშკარა განაცხადს გავაკეთებთ. არ მიყვარს წინასწარ საუბარი, მაგრამ ახლაც წარმატების იმედი მაქვს და ჩემს გუნდში დარწმუნებული ვარ.
რაც შეეხება პიროვნულ მომენტებს – კვარაცხელია არაპროგნოზირებადია, ის ჩვეულებრივ მოვლენას გამორჩეულს ხდის. ისეთი მოთამაშეა, რომელიც არაფრისგან მატჩის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის – თანაც სქემებისა და თანაგუნდელების გარეშე. მან და ლობოტკამ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს „იუვე სტაბიას“ წინააღმდეგ. რაჰამანიც ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს და მე ბედნიერი ვარ, რადგან ის ძალიან გვჭირდება.
„ინტერი“ უმაღლესი დონის კლუბია, მათ ფული ჩადეს ბოლო სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში. ისინი ადვილად ახერხებენ მოედანზე თამაშის გაშლას, შეტევის განხორციელებას და იციან, როგორ ჩაიკეტონ თავი. ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებული, რადგან ეს მატჩი გამოწვევაა არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის“, – ამბობს „ნაპოლის“ მწვრთნელი.
წყარო: 1TV.GE