„კვარადონა“ ნეაპოლის ძველი დიდების დაბრუნების სიმბოლო და საქართველოს იმედია - Flashscore

kvaradona

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მსოფლიოს ლამის ყველა ქვეყანაში წერენ, მაგრამ ეს იშვიათია „ფლეშსქორზე“, რომელიც მხოლოდ გამორჩეულ მოვლენებსა და ადამიანებს ეხმაურება – ახლა ასეთად ხვიჩა კვარაცხელია მიაჩნიათ.

„დაუმუშავებელი ბრილიანტი

ვინ არის კვარა?

ნაპოლიმ 2021/22 წლების სეზონი სერია A-ში მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ეს იყო პროგრესი მას შემდეგ, რაც კარაცხელიამ ერთი წლის წინ ევროტურნირი გამოტოვა. გულშემატკივრების ოცნებები 33 წლის შემდეგ ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაზე თუ არ დასამარდა, შემცირდა მაინც, როდესაც გუნდი ოთხმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მოთამაშემ ზაფხულში დატოვა. მათ ნაცვლად რამდენიმე ფეხბურთელი მიიწვიეს. „ნაპოლის“ ყველაზე იაფი ტრანსფერი კვარაცხელია იყო, რომელშიც კლუბის მფლობელმა, აურელიო დე ლაურენტისმა მხოლოდ ათი მილიონი ევრო გადაიხადა.

„კვარა ვინაა?“ – აინტერესებდათ ნეაპოლიტანელ ფანებს. ასეთი სატრანსფერო კამპანიით ისე ჩანდა, რომ გუნდი მიზნად ისახავდა გრძელვადიან პროგრესს და არა ნანატრი ტიტულის მოპოვებას.

ოცნებები ხდება

გულშემატკივარს აინტერესებს ახალი ფეხბურთელების ხილვა. „ვერონასთან“ სადებიუტო მატჩში ახალწვეულმა გაიტანა და შემდეგ საგოლე პასი გააკეთა. თუმცა, დიდ ფეხბურთში ერთი კარგი მატჩი ცოტას ნიშნავს. შეიძლება იყოს შემთხვევა და შეიძლება – ზღაპრის დასაწყისიც. კვარასთვის ეს უკანასკნელი იყო. „მონცასთან“ დუბლი და გოლი „ლაციოსთან“, შემდეგ იყო ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი „ლივერპულთან“. გოლის გარეშეც კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელმაც ყურადღება მიიპყრო. მარცხენა ფლანგზე შეტევების წყალობით, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მას ჰქონდა დებიუტი ლიგაზე. როდესაც მსაჯმა მატჩი დაასრულა და ტაბლოზე შარშანდელი ლიგის ფინალისტის წაგება 4:1 დაფიქსირდა, ეჭვი აღარავის ეპარებოდა – „ნაპოლიმ“ ბრილიანტი იპოვა.

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ბავშვობიდან მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარი ვარ“, – აღიარა კვარაცხელიამ სერია A-ში დებიუტამდე. იტალიაში ჩასვლისთანავე კი თქვა, რომ მისი ოცნება ახდა, რადგან ევროპის დიდ კლუბს შეუერთდა და გულშემატკივრებმაც ოცნება დაიწყეს.

კვარადან კვარადონამდე

იტალია არის მიქელანჯელოს სამშობლო, ასევე ალესანდრო დელ პიეროსი. ამ ქვეყანამ მსოფლიოს აჩუქა „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორი და ღვთაებრივი რობერტო ბაჯო. გულშემატკივრებს უყვართ დიდი ფეხბურთელები, ეთაყვანებიან და მეტსახელებით პატივისცემისა და სიყვარულის გამოსახატავად ნათლავენ.​ ნეაპოლელებმა ახალგაზრდა ქართველს „კვარავაჯო“ უწოდეს, რომელიც თითქოს დიდ ხელოვანივით მოედანზე ფუნჯით „ხატავს“, მაგრამ საუკეთესო კომპლიმენტი „ნაპოლის“ ფეხბურთელისთვის იყო შედარება მარადონასთან, რომელთანაც ასოცირდება 1987 და 1990 წლებში მოპოვებული „ნაპოლის“ ორივე საჩემპიონო ტიტული. ახლა ძველი დიდების დაბრუნებაში მთელი ქალაქის იმედების სიმბოლო „კვარადონაა“.

„მარადონასგან შორს ვარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე“, – მოკრძალებულად თქვა ხვიჩამ.

ოქტომბრის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ის ყოველ 90 წუთში 5-6 მომენტს ქმნიდა. საშუალოდ, ერთ-ერთი ასეთი შანსი მის დრიბლინგს მოჰყვება, ამ კატეგორიაში კი იტალიის ჩემპიონატის სეზონში პირველ ადგილზეა.

თამაშში დრიბლინგის რვაზე მეტი მცდელობა აქვს, რაც მოწინააღმდეგეებს მის აყვანას ურთულებს, თავად კი საშუალებას აძლევს, უფრო ადვილად მოხვდეს მოედნის საკვანძო მონაკვეთებში. და ის, რომ მას შეუძლია ორივე ფეხით დარტყმა, არის უპირატესობა, რომელიც ხშირად საშუალებას აძლევს რთული სიტუაციები საგოლე მომენტებად აქციოს.

„კვარას აქვს ბურთთან ორივე ფეხით თამაშის არაჩვეულებრივი უნარი. მისი მრავალფეროვნება მას სტრატოსფეროდ აქცევს“, – განაცხადა „ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ „ტორინოსთან“ მორიგი გამარჯვებისა (3:1) და კვარაცხელიას კიდევ ერთი გოლის შემდეგ.

ერის იმედი

2020 წელს საქართველო ახლოს იყო პირველ დიდ ტურნირზე მოხვედრასთან, როდესაც ევრო 2024-ის პლეიოფში გავიდა – ახლად შექმნილმა ერთა ლიგამ ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდებსაც ევროპის ჩემპიონატზე ოცნების შანსი მისცა. ქართველებმა D ლიგის ჯგუფი მოიგეს და პლეიოფის ნახევარფინალში ბელორუსთან გამარჯვების შემდეგ, ევროზე საგზურისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაპირისპირება მოუხდათ. ამ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე ცოტა ხნით ადრე კვარაცხელიას კოვიდ-19-ზე დადებითი ტესტი დაუდასტურდა – მასპინძელთა უპირატესობა არც მას შემდეგ შემცირდა, როდესაც გადაწყდა, რომ პანდემიის გამო მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდებოდა. საქართველომ 1:0 წააგო და მათი ოცნება დაინგრა.

ახლაც, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C ლიგაში საუკეთესო იყო. ეს ნიშნავს, რომ ნახევარფინალს უმასპინძლებს და ევრო 2024-ზე მოხვედრის დიდი შანსი აქვს.

მხატვარ ელინა მიმინოშვილის მიერ თბილისში, „დინამო არენის“ ღობეზე დახატული ხვიჩას ორ სურათს შორის წერია – „გულით რაც გინდა, ყველაფერს გააკეთებ“.

რა ეტყობა ფეხბურთელს, თუკი შესაძლებლობა გაუჩნდება? მხატვარი ამბობს: „არ გაჩერდე! შენ ჩვენი შთაგონება ხარ. რასაც აკეთებ, ამით ბევრი ადამიანის მოტივირებას ახერხებ, არ გაჩერდე!“.