VIDEO: ხვიჩა კვარაცხელია თერაპიის კურსზე - რა დააფიქსირეს კამერებმა

ხვიჩა კვარაცხელია

იტალიელი ჟურნალისტი, მანუელ პარლატო ხვიჩას დღევანდელ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ქართველმა ვარსკვლავმა დღეს ზურგზე თერაპიის მორიგი კურსი ჩაიტარა. სამწუხაროდ, „უდინეზესთან“ კვარაცხელიას თამაშის ძალიან დაბალი შანსია.

აქვე გავრცელდა ბოლო ცნობებიც.

იტალიური გამოცემა Repubblica-ს ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ ქართველი ფეხბურთელი შაბათს, „უდინეზესთან“ შეხვედრაში მონაწილეობის შემთხვევაში დოპინგ-კონტროლზე ჩავარდეს. სააგენტოს ცნობით, ხვიჩა წელის ტკივილის გამო, მკურნალობის პროცედურაში „კორტიზონის ნემსებს“ იყენებდა, რაც სპორტისთვის აკრძალულ ნივთიერებებს შეიცავს. 

შესაბამისად, დიდი შანსია, რომ „უდინეზესთან“ შეხვედრის შემდეგ, როცა კვარა დოპინგ-ტესტს ჩაიტარებს, მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდეს, რაც ბუნებრივია დიდ პრობლემებს გამოიწვევს. ამის გამო, როგორც კლუბმა, ისე ფეხბურთელის გარემოცვამ შესაძლოა დამატებითი გართულებების თავიდან აცილების მიზნით არ გარისკონ და კვარაცხელია მუნდიალის დასრულებამდე დაასვენონ. 

აქვე გეტყვით, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებამდე გუშინ, 21 წლის ფეხბურთელის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა სააგენტო CalcioNapoli24-თან განაცხადა, რომ ხვიჩა დიდი ალბათობით „უდინეზესთან“ მატჩის განაცხადში იქნება. 

შეგახსენებთ, რომ ზურგის ტრავმის გამო კვარაცხელიამ სერია A-ს ბოლო ორ მატჩში ვერ ითამაშა: ჯერ 5 ნოემბერს, „ატალანტასთან“, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 მოიგო და 8 ნოემბერს „ემპოლისთან“, რომელიც ასევე „ნაპოლის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. თუმცა, დიდი შანსია ქართველი ვარსკვლავი შაბათს, „უდინეზეს“ წინააღმდეგ დაბრუნდეს. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Manuel Parlato (@manuelparlato)