ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლში“ გადადის

ფეხბურთელი

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადებით, მომდევნო სეზონიდან ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლიტანური კლუბის ფეხბურთელი გახდება. ინფორმაცია დე ლაურენტისმა კლუბის ოფიციალურ რადიოსთან ინტერვიუში დაადასტურა.

არსებული ცნობებით, კვარაცხელია „ნაპოლისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ სრულფასოვანი ფეხბურთელია“, - განაცხადა დე ლაურენტისმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, კვარაცხელიას შესახებ Napolipiu-მ დაწერა და ქართველი ფეხბურთელი დადებითად დაახასიათა. ნეაპოლური გამოცემის მიხედვით, კვარაცხელია მოკლე მონაკვეთზე დრიბლინგის უნარით გამოირჩევა, კარგი დარტყმა აქვს, ფიზიკური სიძლიერის მხრივ პრობლემა არ გააჩნია და გოლის ალღოც აქვს, რაც დინამო ბათუმის რიგებში შესრულებული დუბლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა.