ემოციური ვიდეო: რონალდუს ვაჟის ხსოვნას ლივერპულის ფანებმა პატივი მიაგეს

რონალდუ

ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურის გადადებული მატჩში, „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ თამაშის მიმდინარეობისას „ენფილდზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა კრიშტიანუ რონალდუს გარდაცვლილ ახალშობილ ვაჟს პატივი მიაგეს. 

„ლივერპულის“ ფან-კლუბმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ მატჩის მე-7 წუთზე მათ მიერ ორგანიზებულ აპლოდისმენტებს შეუერთდნენ.

თავად რონალდუმ შეხვედრა გამოტოვა.

ცნობისთვის, 37 წლის ფეხბურთელმა საკუთარ სოციალური ქსელის გვერდებზე განაცხადა, რომ ახალშობილი ტყუპებიდან ერთ-ერთი, კერძოდ კი ვაჟი გარდაიცვალა. რაც შეეხება გოგონას მდგომარეობას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნახეთ ემოციური კადრები ⇓