დევიდ ბექჰემმა ვიქტორია პირველად თბილისში ნახა - ვარსკვლავური წყვილის Love Story-ზე ფეხბურთელი საავტორო წიგნში წერს

bek

იცოდით, რომ დევიდ ბექჰემმა ვიქტორია ადამსი პირველად თბილისში ნახა? საქართველოში ყოფნისას, სასტუმროს ნომერში იყო, როცა ტელევიზორში მუსიკალურ არხზე ცნობილი ჯგუფის Spice Girl's-ის კლიპი გავიდა, ულამაზესი ვიქტორია კატის კოსტიუმით შთამბეჭდავი იყო. 

სწორედ თბილისი, კატის კოსტიუმი და ვიქტორიას ულაამზესი ვიზუალი ყველა დროის პოპულარული დევიდ ბექჰემის გულის დაპყრობის გზა აღმოჩნდა... 

ვიქტორიათი აღფრთოვანებულმა ბექჰემმა მომღერლის გაცნობის სურვილი პირველად მეგობარს გაანდო, რომელიც მასთან ერთად თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა. 

თბილისი რომ ცნობილი ფეხბურთელისთვის "ჯადოსნური" სიტყვაა, ეს "პრაიმტაიმის" მკითხველმა დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის - ეკა უშარიძის მონათხრობიდანაც იცის. 

რამდენიმე კვირის წინ, სტატიაში "ბეკჰემმა საკუთარ თავს თბილისში მისცა პირობა, რომ ულამაზესი ვიქტორია მისი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა“ - ვწერდით. 

ეკა უშარიძე ბექჰემებთან ერთად

"ვუთხარი, რომ თბილისიდან ვარ და დევიდმა ძალიან საყვარლად ჩაიცინა, სელფის გადაღებაზე მაშინვე დამთანხმდნენ. ალბათ, საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ დევიდი ჩვენს დედაქალაქში იმყოფებოდა, როცა ვიქტორია მოეწონა.

როგორც თავად ამბობს, წვიმიანი დღე იყო, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ვიყავი და ტელევიზორში Spice Girls-ის მუსიკალური კლიპი გადიოდა, ვიქტორიას როგორც კი შევხედე, ჩემს თავს შევპირდი, რომ ის აუცილებლად ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა...

დევიდ ბექჰემი თბილისში 

დევიდმა თბილისური სიყვარულის პირობა შეასრულა, საყვარელ ქალზე იქორწინა და უსაყვარლესი ოჯახში შექმნეს." - "პრაიმტაიმს" უთხრა ეკა უშარიძემ. 

თავად ბექჰემმა თავისი სიყვარულის ისტორიის შესახებ საავტორო წიგნში, My side-ში აღნიშნა კიდეც - "ჩემმა მეუღლემ ამომირჩია ფეხბურთის სტიკერების წიგნიდან. მე კი ის ტელევიზიიდან ავარჩიე“ – წერს დევიდი. 

დევიდი საქართველოში, 1996 წელს ჩამოვიდა. ბეკჰემების წყვილის სიყვარულის ისტორია ასეთია: 

"საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს კონკრეტული სასტუმრო  ერთადერთი იყო, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. შენობა კვადრატული ფორმის დიზაინში იყო გადაწყვეტილი, თითოეულ მხარეს აივნები ჰქონდა, რომელიც ღია სივრცეს გადაჰყურებდა, სასტუმროში განთავსებული იყო ბარები და რესტორანი.

საძინებლის ყველა კარი ერთმანეთისკენ იყო მიმართული. ყველგან ფოლადი და მინა იყო. ეს ადგილი ციხეს ჰგავდა. ფანჯრიდან ვიყურები, დავინახე ნახევრად აშენებული ორმაგი გზის სავალი ნაწილი და მათ შორის ნაცრისფერი მდინარე. ეს არ იყო ისეთი ხედი, რომელიც საღამოს გასეირნებისკენ მიბიძგებდა“. - წერს ფეხბურთელი. 

დევიდი იმ დროს გარის ესაუბრებოდა და პარალელურად, ტელევიზორში მუსიკალურ არხზე სიმღერებს უსმენდნენ.

"Spice Girls-ის ახალი ვიდეო გავიდა, "Say You'll Be There". კლიპში, გოგონები უდაბნოში ცეკვავდნენ და ვიქტორიას შავი კატის კოსტიუმი ეცვა. ის გამოიყურება, როგორც უნდა გამოიყურებოდეს ყველაზე საოცარი ქალი და იყო ის საოცრება, რომელიც იმ დრომდე მენახა,” – ეს  ის პირველი შემთხვევა იყო, როდესაც დევიდი  ვიქტორიათი დაინტერესდა და საბოლოოდ მათი ურთიერთობა დაოჯახებით დაგვირგვინდა. 

                                     ვიქტორია ადამსი კლიპში "Say You'll Be There" 

"ვიქტორია ფანტასტიკური იყო და მე უნდა მეპოვა გზა მასთან რომ ვყოფილიყავი" - ამბობს დევიდი.

"ის ისეთი ლამაზია. მე უბრალოდ ამ გოგოში ყველაფერი მიზიდავს, მე მას უნდა შევხვდე“ - უთხრა დევიდმა გარის.

გარის, ალბათ, ეგონა, რომ ცოტათი გავგიჟდი. ჩვენ, ერთად საკმაოდ ბევრი გამოვიარეთ, მაგრამ ვერ წარმოედგინა, რომ ტელევიზიით პოპვარსკვლავი შემიყვარდებოდა. თუმცა, ასეც ხდებოდა: სწორედ იმ მომენტში გული ვიქტორიასკენ მიმიწევდა. მე მასთან უნდა ვყოფილიყავი." - იხსენებს დევიდ ბეკჰემი. 

რა თქმა უნდა, დევიდმა იპოვა გზა ვიქტორიას საპოვნელად და საბოლოოდ მასზე დაქორწინდა კიდეც...