VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
უკრაინაში, ჩერნიგოვის რეგიონში დაბომბილ სტადიონზე პირველი საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
გუშინ, იური გაგარინის სახელობის არენაზე ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ და ფეხბურთი ერთმანეთში ითამაშეს. სოციალურ ქსელში მატჩის ამსახველი ფოტოებიც ვრცელდება.
ცნობისთვის, ჩერნიგოვის ერთ-ერთი ქალაქის, კერძოდ კი დესნას სტადიონს რუსი სამხედროები რამდენიმე ღამის განმავლობაში ინტენსიურად ბომბავდნენ. კლუბის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მოედანზე 8-მეტრიანი ორმოები იყო, ამის გარდა განადგურდა სტადიონის ინფრასტრუქტურა, ტრიბუნა და ა.შ.
დაბომბვის შემდეგ, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბს სტადიონის აღდგენაში „დორტმუნდის ბორუსია“ დაეხმარება.