კაშია და აზაროვი დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ

აზრო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2 წევრი დღეს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება.

„ჯვაროსნების“ კაპიტნის, გურამ კაშიას „სლოვანი“ შოტლანდიაში სელტიკს დაუპირისპირდება (23:00), ირაკლი აზაროვის „შახტარი“ კი „ბოლონიას“ (20:45). 37 წლის კაშიასთვის ეს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პირველი მატჩი იქნება.

ხვალ გათამაშებაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილის ჩაერთვება. მისი „გრაცი“ „ბრესტს“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.