მოვუწოდებ ყველა მშობელს, იყვნენ ძალიან ყურადღებით, რომ არ მისცენ ამ რადიკალურ ჯგუფებს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის თავისი შვილების ასე ბინძურად გამოყენების საშუალება - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

მოვუწოდებ ყველა მშობელს, იყვნენ ძალიან ყურადღებით, რომ არ მისცენ ამ რადიკალურ ჯგუფებს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის თავისი შვილების ასე ბინძურად გამოყენების საშუალება, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილის აღიარების შეფასებისას. კერძოდ, ბუბუტეიშვილი, რომელსაც გამოძიება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავება, აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა.

„საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით თვითონ ბატონი ვაშაძე. ფაქტია, რომ ეს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები ძალიან ბოროტად იყენებენ ახალგაზრდებს თავისი ბინძური პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მოვუწოდებ ყველა მშობელს, რომ იყვნენ ძალიან ყურადღებით იქიდან გამომდინარე, რომ არ მისცენ ამ რადიკალურ ჯგუფებს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის თავისი შვილების ასე ბინძურად გამოყენების საშუალება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც გამოძიება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავება, აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა.