ლოიდ ოსტინი შიშობს, რომ ისრაელი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება - WSJ

ლოიდ ოსტინი

The Wallstreet Journal-ი წერს, რომ ისრაელი ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.

გამოცემის ცნობით, ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა პენტაგონის მაღალჩინოსნებთან საუბრისას არ გამორიცხა. ვაშინგტონში შიშობენ, რომ ლიბანში ელექტრონული მოწყობილობების აფეთქება, შესაძლოა უფრო დიდი თავდასხმისთვის სამზადისის ნაწილია.

ოსტინი ისრაელის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. პენტაგონის ცნობით, საუბრის თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო.