„კამერებში ჩანს, როგორ მიდის მამაკაცი ნელი ნაბიჯებით მკვლელობის შემდეგ...“ - სად დააკავა პოლიციამ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული

კესარიას მკვლელობა

პოლიციამ კამერები მაშინვე ამოიღო, როცა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. ჩვენ გვერდით ქუჩაზე ვცხოვრობთ და კორპუსი აღჭურვუილი გვაქვს კამერებით. ჩვენთან იყო პოლიცია მოსული და ამოიღო ჩანაწერი. კადრებში ჩანს, როგორი მშვიდი ნაბიჯით მიდის მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც შავი მაისური აცვია. პოლიცია, მაშინვე იმ მიმართულებით გაიქცა, როგორც კი კადრები ნახა,- ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა.

მისი თქმით, სახლში იმყოფებოდა, როცა დაურეკეს, რომ პოლიციას კამერების ჩანაწერები აინტერესებდა.

 

 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამით მიმდინარეობდა. გამთენიისას კი ცნობილი გახდა, რომ მკვლელი დააკავეს.

 

 

პრაიმტაიმის ინფორმაციით, ბრალდებული ქუთაისის აეროპორტში აიყვანეს და ის სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მეგობარი მამაკაცია, რომელიც მასზე ადრეც ძალადობდა.

„უბანში, აქ შემოდიოდა მაღაზიაში ის ბიჭი, ვიცოდით რომ კესარიას შეყვარებული იყო. კესარია ძალიან თბილი და ხალისიანი  იყო ყოველთვის. ბავშვებს ძალიან უყვარდათ“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„სისხლის გუბეში იყოო- ამბობენ. მე არ შევსულვარ, მაგრამ  ვინც ნახა, საშინელი სურათი იყო. ძალიან ბევრი პოლიციალი მოვიდა. კრიმინალისტებიც მალევე მოიყვანეს და გვაინა რამემდე მუსაობდნენ. შემდეგ ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს“,- ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.

მკვლელობასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

მკვლელობა თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.