„იგივე დაემართება, რაც ტონი ფერგიუსონს“ - გეიჯმა თოფურიაზე ისაუბრა

ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი

 ჯასტინ გეიჯი, ჯო როგანის პოდკასტს სტუმრობდა, სადაც ილია თოფურიაზე ისაუბრა.

„იმედი მაქვს, თოფურია ჩემპიონი ისევ გახდება და ვიცი , რომ საამისოდ საჭირო უნარები აქვს, თუმცა ვფიქრობ, იგივე მოხდება, რაც ტონი ფერგიუსონის შემთხვევაში. როდესაც ფერგიუსონი დავამარცხე, მისი თავდაჯერებულობა კი არ გავანადგურე, არამედ მის მეტოქეებს მასზე წარმოდგენა შევუცვალე.

ჩემთან ჩხუბამდე ფერგიუსონი იყო მებრძოლი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელი ჩანდა, თუმცა, როგორც კი ხალხს დავანახვე, მისი ბარიერის გადასალახავად რის გაკეთება იყო საჭირო, მასთან ოქტაგონზე აღარავინ შესულა იმ ფიქრით, რომ ტონის დამარცხება შეუძლებელი გახლდათ. ილიას იდენტობაც ეს იყო. თოფურიასთვის ურთულესი იქნება ეჩხუბოს მეტოქეებს, რომლებსაც მისი არ ეშინიათ“,- ამბობს გეიჯი.