ამ ქუჩებზე წყალი 24 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1732736822
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში „აინტრახტი“ „ნაპოლის“ ესტუმრება. მატჩამდე „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ „აინტრახტთან“ ფინალის ტოლფასი მატჩია, რომელსაც ბევრი რამის განსაზღვრა შეუძლია.
„შესაძლოა, ეს მატჩი ამ სეზონის პირველი ფინალი იყოს, რადგან ბევრის განსაზღვრა შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლოა გუნდისთვის წნეხი იყოს. ჩვენ ამ სეზონში უკვე არაერთხელ ვნახეთ პოზიტიური თუ ნეგატიური მომენტები, თუმცა გუნდი არ გატეხილა, მე მშვიდად ვარ ფეხბურთელების სიძლიერესთან და მათ შესაძლებლობებთან მიმართებით.
ხვალ გვჭირდება თავი, გული და ცოტა იღბალი. არ დაგვავიწყდეს, რომ „აინტრახტმა“ ჯგუფური ეტაპიდან გასვლა შეძლო, სადაც მისი კონკურენტები „ტოტენჰემი“, „მარსელი“ და „სპორტინგი“ იყვნენ. ასევე, გასულ სეზონში „აინტრახტმა“ „ბარსელონა“ სტუმრად დაამარცხა. ამგვარად, ჩვენ ოლივერ გლასნერის მიერ გაწეული საქმიანობის მიმართ პატივისცემა გვაქვს.
ჩვენ გვჭირდება თავდაჭერილობა, სარგებლიანობის მაღალი მაჩვენებელი, პროფესიონალიზმი, წარმატების დიდი სურვილი, თანაგუნდელებისადმი დახმარების უნარი. არ უნდა წარმოვადგენდეთ მხოლოდ ცალკეულ 11 მოთამაშეს, არამედ უნდა ვიყოთ ერთი მთლიანობა, ერთი გუნდი“. - აცხადებს სპალეტი.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა „აინტრახტმა“ საკუთარ კედლებში 0:2 დათმო. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა მალევე ოსიმენმა ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმში კი ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი პასით ჯოვანი დი ლორენცომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსრია. ცხადია, სტუმრად მოგებული შეხვედრის შემდეგ „ნაპოლი“ აშკარა ფავორიტია, რასაც ის ფაქტი ემატება, რომ „აინტრახტს“ გუნდის ლიდერი კოლო მუანი ვერ დაეხმარება, რომელმაც „ნაპოლისთან“ პირველ დაპირისპირებაში წითელი ბარათი მიიღო.
„ნაპოლი“ - „აინტრახტის“ მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.