ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1778226420

„არსენალის ყველაზე რთული გამოცდა, მეტოქეებისთვის თამაშს 90-წუთიან კოშმარად აქცევს“ - Goal ხვიჩა კვარაცხელიაზე

ცნობილმა გამოცემა Goal-მა „ბაიერნი“ - „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩდან (1:1) ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და მის შესახებ წერს.„ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა ლუის ენრიკეს გუნდზე ტრანსფორმაციული გავლენა მოახდინა, როდესაც გასული სეზონის შუაში „ნაპოლიდან“ გადავიდა და მიმდინარე სეზონში რეალურად მოახერხა თავისი თამაშის სხვა დონეზე აყვანა. კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში გოლი გაიტანა ან საგოლე პასი გააკეთა. ეს შესანიშნავი შედეგია, რომელიც ადასტურებს, რომ 25 წლის ფეხბურთელი მხოლოდ შესანიშნავი დრიბლიორი არაა.ის არასდროს წყვეტდა მიუნხენში თანაგუნდელებისთვის მუშაობას და არაერთხელ ჩნდებოდა საკუთარ ნახევარზე ბურთის დასაბრუნებლად ან უბრალოდ ბურთის მოსაშორებლად. ადამიანი, რომელსაც „ნაპოლის“ გულშემატკივრები „კვარადონას“ უწოდებენ, თამაშს 90-წუთიან კოშმარად აქცევს ყველა გუნდისთვის, ვისაც არ უმართლებს და მასთან შეხვედრა უწევს. რა თქმა უნდა, „არსენალი“ თავს იმით ინუგეშებს, რომ ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის საუკეთესო დაცვით ჩავა, მაგრამ კვარაცხელიას შეჩერება მათთვის ყველაზე რთული ტესტი იქნება. ის პრაქტიკულად იდეალური გარემარბია“, - წერს გამოცემა.შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.

ოსტიგორი კვარაზე

Crystalsport 1777878960

„საქართველოდან? ვინ? მის შესახებ არაფერი მსმენია“ | ოსტიგორის ისტორია კვარაზე

 „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეო ოსტიგორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ნორვეგიელმა უკანახაზელმა საინტერესო ისტორია გაიხსენა და არ დამალა, რომ ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ „პარტენოპეი“ ქართველ ფეხბურთელს იფორმებდა.„სანამ ნაპოლისთან კონტრაქტს ხელს მოვაწერდი, კლუბის სპორტულ დირექტორთან ვიყავი და მან მითხრა: „საქართველოდან ერთ ბიჭს ვიფორმებთ, ის ჩემპიონატს მოგვაგებინებს“. ჩემი რეაქცია კი ასეთი იყო: „რა ჯანდაბაა, საქართველოდან? ვის? მის შესახებ არაფერი მსმენია“.ამ საუბრის შემდეგ გვქონდა პირველი სავარჯიშო კვირა და ყველაფერს მივხვდი. მახსოვს, ჩემს მშობლიურ ქალაქში მეგობრებს დავურეკე და ვუთხარი: „ბიჭებო, კარგად დაიმახსოვრეთ სახელი, რომელსაც ახლა გეუბნებით — ეს ბიჭი ამ ჩემპიონატში ყველას გადაუვლის“.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარა ოსიმენი

სპორტი 1777616533

ოსიმენი კვარაცხელიაზე: ვიცოდი, რომ ოქროს ბურთის კანდიდატი გახდებოდა

სტამბოლის „გალათასარაის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.ნიგერიელმა განაცხადა, რომ ხვიჩა შესანიშნავი ბიჭია, არა მარტო მოედანზე, არამედ მოედნის მიღმაც და მას ნამდვილად შეუძლია „ოქროს ბურთის“ მოგება.ვიქტორმა აღნიშნა, რომ კვარაცხელია საუკეთესო თანაგუნდელია, რომელიც ჰყოლია.„ჩემი საუკეთესო თანაგუნდელი? კვარაცხელია. ის საოცარი ფეხბურთელია, შესანიშნავი ბიჭი. ვგულისხმობ, რომ გასახდელშიც და მოედანზეც, ის შესანიშნავია. ხვიჩა საოცარი ადამიანია და როდესაც „ნაპოლიში“ მოვიდა, ვამბობდი: „ღმერთო, უახლოეს მომავალში მას შეუძლია ოქროს ბურთის მოგება“. კვარაცხელიას ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება. ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია, ეს საკამათოც არ არის და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, - აღნიშნა ოსიმენმა.

კვარა ნაპოლი

Crystalsport 1777552854

„სიცრუეა, როცა ამბობენ, რომ ნაპოლიში ამას არ აკეთებდა“ - დი მარციომ კვარა დაიცვა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ჯანლუკა დი მარციომ თავის პოდკასტში ხვიჩა კვარაცხელიას „ბაიერნთან“ თამაშზე ისაუბრა და მისი „ნაპოლიში“ ყოფნის პერიოდი გაიხსენა.  რას ამბობს დი მარციო:„ხალხი იტყვის: საჭიროა დიდი ფიგურები, კონკრეტული მახასიათებლების მქონე მოთამაშეები. სერია A-ში გვყავდა ერთი ასეთი - ხვიჩა კვარაცხელია. „ბაიერნთან“ კვლავ ვიხილე „კვარადონა“: სიცრუეა, თითქოს ის „ნაპოლიში“ დაცვით ფაზაში ასე არ თამაშობდა. ლუჩანო სპალეტის დროს ის უკან, კუთხურის ალმამდეც კი ჩამოდიოდა. შესაძლოა, ამას ყოველთვის სტაბილურად არ აკეთებდა, მაგრამ მაინც აკეთებდა. ვფიქრობ, მისი დაცვითი უნარები სწორედ სპალეტის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა და შემდეგ უკვე ლუის ენრიკესთან სრულყოფილი გახდა...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარა ნაპოლი

Crystalsport 1777552759

„ასეთი კვარას პირობებში, ვარსკვლავური გუნდი გვეყოლებოდა“ - ნეაპოლში ხვიჩა გაიხსენეს

ჩემპიონთ ლიგის ნახევარფინალში, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირების შემდეგ, რომელშიც პარიზულმა გუნდმა 5:4 გაიმარჯვა, ნეაპოლში ხვიჩა კვარახელია გაიხსენეს. ცნობილმა ჟურნალისტმა, პაოლო ესპოზიტომ, რომელიც „ნაპოლის“ გულშემატკივარია, ხვიჩას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის სიძუნწის გამო, გუნდმა დიდი პოტენციალი დაკარგა.  რას ამბობს ესპოზიტო:„სიმართლე უნდა ითქვას იმაზე, თუ რა მოხდა: აურელიო დე ლაურენტისმა სიძუნწე გამოიჩინა კვარაცხელიას მიერ „ნაპოლიში“ ჩატარებული ბრწყინვალე პირველი სეზონის შემდეგ, რადგან არ გაუზარდა ის მიზერული ხელფასი, რომელიც მაშინ ჰქონდა, როდესაც ფეხბურთში ჯერ კიდევ არავინ იყო და „ნაპოლისთან“ კონტრაქტს აწერდა ხელს...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარა

Crystalsport 1776491497

„ოლდ ტრაფორდის გმირი გახდებოდა“ - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაზე ისაუბრა

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა, ჟულიან ლორენსმა პოდკასტ The Sports Agents-ის ეთერში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.ჟურნალისტის თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ ჩაერთო არც ერთი ინგლისური გრანდი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში, როდესაც ქართველი შარშან „ნაპოლის“ ტოვებდა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/83496-old-trapordis-gmiri-gakhdeboda---prangma-zhurnalistma-kvaraze-isaubra 

გარსია კვარა

Crystalsport 1776107845

„სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება“ - რუდი გარსიამ ხვიჩაზე ისაუბრა

„ნაპოლიში“, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ ქართველი შემტევი დაცვით ფაზაში თავდადების გამო შეაქო და ხაზი გაუსვა მისი თამაშის იმ კომპონენტს, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.  რას ამბობს რუდი გარსია:„გუნდში მისი გაწვრთნა ნამდვილად ძალიან ადვილია. დაცვაში ზუსტად ისეთ ძალისხმევას დებდა, როგორც დღეს პსჟ-ში. დაცვაში გიჟივით შრომობს და ეს მართლაც საინტერესოა. ჩვენ სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

გარსია კვარა

Crystalsport 1774250460

„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია Ligue 1+-ის გადაცემის სტუმარი იყო. „ნაპოლის“ ექს-დამრიგებელს ქართველი ფეხბურთელის შესახებ ჰკითხეს და გარსიამ „კვარა“ შეაქო.შეკითხვა: „როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას მსგავს ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, აშკარაა, რომ ლუის ენრიკეს რაღაც გამოსდის. მან მოახერხა და ქართველ გარემარბს დაცვაში აქტიურად ათამაშებს, რასაც „ნაპოლიში“, როდესაც ბატონი რუდი გარსია მთავარი მწვრთნელი იყო, ის ხშირად არ აკეთებდა.“ პასუხი: „მას დრო სჭირდებოდა, რათა ბოლომდე გადაეხარშა ის, რაც წინა სეზონში მოხდა. ჩემ მისვლამდე ისინი იტალიის ჩემპიონები გახდნენ და მივიღეთ ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც უეცრად აფეთქდა და სკუდეტო მოიგო. მას დრო სჭირდებოდა, რათა ყველაფერი გადაეხარშა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ფანტასტიკური ფეხბურთელია...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარაცხელია

სპორტი 1773579675

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედებით ტალანტად დაიმკვიდრა - BBC Sport

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედებით ტალანტად დაიმკვიდრა  -BBC Sport ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს. „საკუთარ თავს უბრალო ადამიანად მივიჩნევ. ვცდილობ, მიწაზე დავრჩე, ვუსმინო ჩემს ოჯახს და ყოველთვის მახსოვდეს, თუ ვინ ვარ და საიდან მოვდივარ",- ამბობს ქართველი ფეხბურთელი BBC Sport-თან საუბარში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია თბილისში გაიზარდა. სტატიის ავტორის თქმით, ის ფეხბურთელის დედას, მაკასა და  მამას, ბადრისაც შეხვდა, რომელიც „დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელია. სტატიის ავტორი იმ სახლსაც აღწერს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გაიზარდა:„ეს იყო თბილი, მოკრძალებული სახლი. ნაკლები ფუფუნების საგნით, თუმცა, მოგონებებით სავსე. გარემო სავსე იყო ფოტოებით, თასებითა და მაისურებით. მათ შორის იყო ის პირველი მაისურიც, რომელიც ხვიჩას „დინამო თბილისში" ყოფნისას ეცვა. საქართველოში ყოფნისას ხვიჩა კვლავ თავის პატარა საძინებელს იყენებს ოთახის  ერთ კუთხეში კომპიუტერის  მაგიდა, ყურსასმენები, კლავიატურა და სკამი დგას". „ხვიჩას პროფესიული კარიერა  და მისი გზა მწვერვალებისკენ „დინამო თბილისიდან" დაიწყო"-, ამბობს ფეხბურთელის დედა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ადრეული ასაკიდანვე  კვარაცხელიასთვის ფეხბურთი  ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. „როგორც დედამისი იხსენებს, ის ბურთს გვერდიდან არ იშორებდა. სულ თან დაჰქონდა, მასთან ერთად ეძინა",- ვკითხულობთ სტატიაში. კვარაცხელიამ პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო შეხვედრა 2017 წელს გამართა, შემდეგ კი იჯარით „რუსთავსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ წავიდა. სწორედ „ლოკომოტივში“ მიიღო პირველი მაღალი ხელფასი და ამ ფულის წყალობით მამამისს დაუფინანსა გულის ოპერაცია, რომელსაც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.2019 წლის 22 მაისს მან პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და „ლოკომოტივთან“ ერთად რუსეთის თასი მოიგო. შემდეგ იყო „რუბინი“, სადაც რუსეთის ჩემპიონატის ახალგაზრდა ფეხბურთელად ორჯერ დაასახელეს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კვარამ ყაზანი დატოვა და ქართულ კლუბში, „დინამო ბათუმში“ გადავიდა. 2022 წლის ივლისში კვარაცხელია „ნაპოლიმ“ გაიფორმა. ხვიჩასთან ერთად „პარტენოპეიმ“ სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო და ნეაპოლში მას ახალი მეტსახელი - „კვარადონა“ - შეარქვეს. ისტორიული წარმატების მიუხედავად, ხვიჩამ იცოდა, რომ დროის ამბავი იყო, მისით ევროპული გრანდი როდის დაინტერესდებოდა და ნეაპოლს როდის დატოვებდა. ეს გრანდი „პარი სენ-ჟერმენი“ აღმოჩნდა, რომელმაც ის 70 მილიონ ევროდ შეიძინა. პარკ დე პრენსზე“ გადასვლას ტრებლი მოჰყვა. პსჟ-მ ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ფინალში, რომელშიც კვარამაც გაიტანა, „ინტერი“ გაანადგურა.კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეზე მიდის, წინსვლაზე ორიენტირებული დრიბლინგი აქვს და მოკლე მონაკვეთებში მანევრირება შეუძლია. ეს საქართველოში მიღწეული პროგრესისა და მუშაობის დამსახურებაა. კვარაცხელია ვიდეოანალიზის საშუალებით საკუთარ თამაშს ხვეწს; მას აქვს სპეციალური ვარჯიშები, რომელთა დახმარებითაც ფეთქებადობასა და მიმართულების სწრაფად შეცვლის უნარს იუმჯობესებს.ხვიჩა ძლიერი და ზუსტი დარტყმით გამოირჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფლანგიდან ცენტრში შედის. მის თავდაჯერებულობას ვარჯიშებისას ამ მოძრაობის უთვალავჯერ გამეორება და სპორტდარბაზში ძალის მოსამატებელი სპეციალური რუტინები განაპირობებს.საკუთარი თაობის სხვა ნიჭიერი ფეხბურთელების მსგავსად, კვარაცხელიას საფეხბურთო კერპიც კრიშტიანუ რონალდუა. როგორც მისი გმირი, კვარა დაცვას აქტიურად ეხმარება და კონკურენტუნარიანი მენტალიტეტი აქვს.„ვგრძნობ, რომ გუნდში მნიშვნელოვანი როლი მაქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდია. აქ გადამწყვეტ მომენტებში პასუხისმგებლობას ყველა ერთად ვიზიარებთ. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდმა მოიგოს და თამაშით სიამოვნება მივიღო. ფეხბურთი ჩემთვის ცხოვრებაა - მიყვარს თამაში და ფეხბურთით სიამოვნების მიღება.“ კვარაცხელია ჯერ კიდევ სწავლობს და მუშაობას აგრძელებს. მან იცის, რა ასპექტებში აქვს მოსამატებელი და ხვდება, რომ დაცვაში თამაში მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ანტონიო კონტესთან მუშაობისას გაიაზრა და გაკვეთილი კარგად აითვისა, რადგან ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენში“ მისგან დაცვაში უფრო იშვიათად ჩასვლას ნამდვილად არ ითხოვს. სწავლის პროცესში კვარაცხელია ძველი ფეხბურთელების ვიდეოებს უყურებს, განსაკუთრებით რონალდინიოს მაგიას, და ცდილობს მათი მოძრაობები ვარჯიშებზე დაამუშაოს, შემდეგ კი საკუთარი არსენალი გააძლიეროს. „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ კვარაცხელია უმნიშვნელოვანესი მატჩების მონაწილეა და ზუსტად იმ სიტუაციაშია, რაშიც მისი ფავორიტი სპორტსმენები იყვნენ. იგი NBA-ის დიდი გულშემატკივარია და კობი ბრაიანტი და კევინ დურანტი უყვარს.„მნიშვნელოვანი შეხვედრებით ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდი. საუბარია მატჩებზე, რომლებშიც მონაწილეობაზე უარს არავინ იტყოდა. მეტი ზეწოლა, მეტი ინტენსიურობა, მაგრამ ამავდროულად მეტი მოტივაცია. ჩემი აზრით, ეს არის სიტუაცია, როცა შეგიძლია შენი ნამდვილი ხასიათი აჩვენო,“ - ამბობს კვარა. 2022 წლის აგვისტოში კვარაცხელიამ ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ უკვე ერთი წელი იყო, რაც ნიცა თავაძეს ხვდებოდა — ქართველ სტუდენტს, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა.მათი ტრადიციული ქართული ქორწილი 2023 წლის ოქტომბერში მცხეთის სამთავროს მონასტერში გაიმართა, ხოლო 2024 წლის 21 აგვისტოს თბილისში წყვილს პირველი შვილი - ვაჟი, დამიანე - შეეძინა. კვარაცხელიას პირად ცხოვრებაზე ბევრი რამ ცნობილი არ არის. მოედნის მიღმა ის რადიკალურად განსხვავებულია. თუ მოედანზე უშიშარი და აგრესიულია, მის მიღმა მშვიდი და თავშეკავებულია.ადამიანები, რომლებიც მას ყველაზე კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ თავმდაბალი ოჯახის კაცია - სრულიად განსხვავებული იმ ხელოვნურად შექმნილი სუპერვარსკვლავის იმიჯისგან, რომელსაც ბევრი ფეხბურთელი ატარებს. მისი მეგობრები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის გულუხვობას - თვისებას, რომელიც ყოველთვის ჰქონდა, მაშინაც კი, როცა დიდი ფული არ გააჩნდა.კვარაცხელია პატრიოტია და კარგად ესმის, რომ მოედანზე მხოლოდ საკუთარ თავს არ წარმოადგენს, არამედ მაგალითია ქართველი ახალგაზრდებისთვისაც. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საიდან მოვდივარ. საქართველოში იდენტობა ძალიან ძლიერი რამ არის და ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდივარ, ვცდილობ ეს წარმოვაჩინო.“ ქართველები ცნობილები არიან ძლიერი იდენტობით, კულტურისადმი სიამაყით და ჯიუტი გამძლეობით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმპერიებს შორის არსებობით ჩამოყალიბდა. კვარაცხელია ამ ყველაფრის განსახიერებაა — უშიშარი ფეხბურთელი, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა მცველს უტევს, თითქოს მთელ ქვეყანას თან ატარებს. მისი გზავნილი საქართველოს ახალგაზრდებისთვის მარტივია: „იცოდეთ, რომ მე აქ ვარ. ეს შესაძლებელია. თქვენც შეგიძლიათ ამ დონეს მიაღწიოთ,“ - წერს BBC.

 საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარა Fourfourtwo-ს რეიტინგში

Crystalsport 1773140538

„მაისურის საყიდელი ფული არ მქონდა“ | ხვიჩა გუტიზე, რიბერისა და საკუთარ მეტსახელზე

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემას, „ლე პარიზიენს“ ინტერვიუ მისცა.„კვარამ“ საფეხბურთო კერპებზე, ფრანკ რიბერისა და მეტსახელზე ისაუბრა, რომელიც „ნაპოლიში“ ყოფნისას შეარქვეს.ვინ იყო შენი საფეხბურთო კერპი ბავშვობაში? „ბავშვობაში ჩემი კერპი გუტი იყო. მისი მაისურის საყიდელი ფული არ მქონდა, ამიტომ თეთრი მაისური ავიღე და შავი მარკერით დავაწერე: 14 ნომერი, გუტი. როდესაც მის თამაშს ვუყურებდი, ძალიან მომწონდა მისი საფეხბურთო აზროვნება, პასები და ინტელექტი. გუტი საოცარი ფეხბურთელი იყო...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარაცხელია

Crystalsport 1770876804

რატომ არის კვარა გამორჩეული მოთამაშე - უეფას მწვრთნელების ანალიზი

პლატფორმა Coaches' Voice-მა ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა. კერძოდ, უეფას ლიცენზირებულმა მწვრთნელებმა გააანალიზეს ის სათამაშო სტილი, რომელმაც კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ აქცია. ტექნიკური ანალიზი ხვიჩა კვარაცხელია მემარჯვენე გარემარბია, რომელიც მეტწილად მოედნის მარცხენა ფლანგიდან უტევს.ის ფლობს დრიბლინგის, ბურთით წინსვლისა და ბურთის ტარების შესანიშნავ უნარს. „ნაპოლიში“ გატარებულ სადებიუტო სეზონში, მან სერია A-ში დრიბლინგების რაოდენობით, მეორე ადგილი დაიკავა და რაფაელ ლეაუს მხოლოდ ხუთი დრიბლინგით ჩამორჩა, მომდევნო სეზონში კი ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გავიდა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/81862-ratom-aris-kvara-gamorcheuli-motamashe---uepas-mtsvrtnelebis-analizi 

ხვიჩ კვარაცხელია

სპორტი 1769593039

გამოცემა „ეკიპი“: ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენისთვის“ შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა

ლუის ენრიკეს გაწვრთნილი „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ხვიჩა კვარაცხელია შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა, გუნდის თავდამსხმელებს შორის მას ყველაზე ხშირად იყენებენ“, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დიდ შეხვედრებში ყოველთვის ახერხებს თავის გამოჩენას.„როდესაც ლუის კამპუში (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) ტრანსფერებსა და გუნდის ფორმირებაზე საუბრობს, ხშირად ახსენებს სიტყვა „ფაზლს“. საჭირო ფეხბურთელების შერჩევა, მათი როლების სწორად განსაზღვრა და ნათელი იდეების დანერგვა ის პრინციპებია, რომლებზეც 2023 წლიდან, კამპუშისა და ლუის ენრიკეს კლუბში მოსვლის შემდეგ, პროექტი აიგო. ამ კონცეფციის ნაწილი იყო 2025 წლის იანვარში განხორციელებული ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიც.პარიზულ კლუბს შეტევითი პოტენციალის გაზრდა სურდა, თუმცა პარალელურად გასათვალისწინებელი იყო, როგორ იმოქმედებდა ეს ნაბიჯი ბრედლი ბარკოლას როლზე. ერთი წლის შემდეგ აშკარაა, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შედეგი გამოიღო. „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი სწრაფად მოირგო ახალ გარემოს.ლუის ენრიკესთვის კვარაცხელია შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა – 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 46 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, 3 870 წუთი ითამაშა და პსჟ-ის ყველაზე ხშირად გამოყენებად შემტევად იქცა. ტრავმები მას არ ჰქონია, თუმცა დატვირთული კალენდრის ფონზე დაღლილობა უკვე შესამჩნევია.