ის თავისუფლება, რომელსაც მოედანზე ვგრძნობ, ჩემშია. ეს იმიტომ ხდება, რომ მიყვარს რასაც ვაკეთებ - ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია

New York Times-ის ჟურნალისტი, რორი სმიტი „ნაპოლის“ ქართველ შემტევთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ჩაწერილ სტატიას აქვეყნებს.

ნეაპოლში ჩასვლისთანავე მას გულშემატკივრები კვარადონას, ან კვარავაჯოს ეძახდნენ. საქართველოში ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ ჩარტერული ფრენები მოაწყო ნეაპოლის მიმართულებით გუნდის საშინაო მატჩებზე დასასწრებად, რათა, როცა ის მოედანზე გადის, „მარადონას“ სტადიონის ერთ პატარა კუთხეში საქართველოს დროშები სულ ფრიალებდეს.

ცხრა თვის შემდგომ, კვარაცხელია ისევ არ ჰგავს თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავებს. თმა აჩეჩილი აქვს, თუმცა ეს სულაც არ არის სტილისტის მიერ შესრულებული, წვერის გამო კი მას ჩე კვარაც კი შეარქვეს. ის რომანტიკოს პოეტს ან მონდომებულ პოლიტოლოგიის სტუდენტს წააგავს“, - ვკითხულობთ სტატიაში.

„მადლობელი ვარ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ადამიანები ჩემს მიმართ გამოხატავენ. ვიცი, რომ ეს ქებაა, მაგრამ ასევეა მოტივაცია და შთაგონება. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მე ყველა თამაში უნდა დავამტკიცო, რომ იმის გაკეთება შემიძლია, რასაც გულშემატკივარს დავპირდი.

ის თავისუფლება, რომელსაც მოედანზე ვგრძნობ, ჩემშია. ეს იმიტომ ხდება, რომ მიყვარს რასაც ვაკეთებ. როცა ვთამაშობ, ეს რაღაცნაირად მიტაცებს. ლუჩანო სპალეტისთან თავდაპირველად კარგი საუბარი მქონდა. მან მითხრა ის, თუ რას ელოდა ჩემგან. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ დაცვაში მუშაობაზე ფოკუსირებაზე, გუნდური თამაშის ნაწილისა და გუნდური სულის მნიშვნელობაზე. ეს არის ის, რაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია

მე ფეხბურთს გულით და მონდომებით ვთამაშობ, მაგრამ უმნიშვნელოვანესია გონების ნაწილიც. ეს ყველაფერი მეტად ცხადი მას შემდეგ ხდება, როდესაც ვარჯიშზე ყველაფერს შეასრულებ და შეცდომებზეც ისწავლი. რა თქმა უნდა, გულით და მონდომებით თამაში კარგია, თუმცა თუ გონებას არ გამოიყენებ, ვერასოდეს განვითარდები.“ - განაცხადა კვარაცხელიამ. 

წყარო