გურამ თუშიშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის, ხოლო ირაკლი დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჯუდო

თბილისში, ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში სამი ქართველი ვიხილეთ.

მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ტურნირის ფინალში პრინციპულ მეტოქესთან, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევთან, იუკოთი დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ), რომელმაც უზბეკი ბახტიოროვი დაამარცხა.