სიტყვის ძალა: 35 ყველაზე ძლიერი, მუშა აფირმაცია სიმდიდრისა და ბედნიერების მოსაზიდად
1742939078
ანკარის გუბერნატორის ადმინისტრაციამ მასობრივი აქციების, შეკრებებისა და მიტინგების ჩატარება 26 მარტიდან 1-ელ აპრილამდე აკრძალა.
ამის შესახებ ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
„მასობრივი შეკრებები დახურულ სივრცეებსა და ღია სივრცეებში, დემონსტრაციები, მსვლელობები, განცხადებები პრესისთვის, მჯდომარე გაფიცვები, ხელმოწერების შეგროვების კამპანიები, მსგავსი აქციები და ღონისძიებები, ასევე ფლაერების გავრცელება და ბანერების გამოფენა, 26 მარტის 00:00 საათიდან 1-ელი აპრილის 23:59 საათამდე აკრძალულია“, – ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.
მანამდე ანკარის, სტამბოლისა და იზმირის ხელისუფლებამ მასობრივ მსვლელობები შეზღუდა. ეს უკავშირდება სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებას, რასაც თურქეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ზოგიერთი აქცია დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.