„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ცოლ-ქმრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ხათუნა და ლევან აბულაძე დაახლოებით ერთი თვის წინ სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, 40 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს სხვადასხვა მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ეუფლებოდნენ.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილი განიხილავს.
წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობა და მხარეთა შუამდგომლობა განიხილეს.
დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასი ლარის გირაოს გამოყენება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.