როდემდე გაგრძელდება წვიმა და როდის გამოიდარებს საქართველოში - ნახეთ, განახლებული პროგნოზი
1742553219
სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან ერევანში მოგებული შეხვედრის (3:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.
„ლევანტეს“ ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის გადაცემით გახსნა.
„რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, მოვახერხეთ და პირველ თამაშში გამარჯვება მოვიპოვეთ. იმის თქმაც მინდა, რომ ჯერ არაფერი არაა დამთავრებული, მეორე მატჩი სახლში გველოდება, უნდა დავისვენოთ და მოვემზადოთ. გუნდის გამარჯვებით და თამაშით ბედნიერი ვარ, ასევე გოლით, რომელიც დედაჩემს ეკუთვნის, იმიტომ, რომ მისი დაბადების დღეა.
ჩემმა მეგობარმა, რომელიც სომხეთის ნაკრებში თამაშობს, მითხრა, რომ ამდენ ქართველს სტადიონზე არ ელოდებოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ყოველთვის მოდიან და მხარს გვიჭერენ.
ყოველთვის ძალიან წყანარად ვარ, როცა გვერდზე კიტეიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი მიდგას. ყველა ჩემი თანაგუნდელი ძალიან მაღალი დონისაა, კიტეიშვილის კაპიტნობა კაშიას შემდეგ დამსახურებულია“, – განაცხადა ქოჩორაშვილმა.