1736884505
გიორგი მიქაუტაძე ლიონში რჩება
ლიონის მფლობელმა, ჯონ ტექსტორმა დაადასტურა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი გიორგი მიქაუტაძეს არ გაყიდის.
„თურქებმა დაიჯერეს, რომ კრიზისი გვქონდა და ჩვენი ფეხბურთელების სანაცვლოდ სასაცილო თანხებს გვთავაზობდნენ. გალათასარაიმ 20 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა გიორგი მიქაუტაძეზე. მათ ვუპასუხეთ: “გაა*ვით, ნაბი*ვრებო!” - თქვა ლიონის მფლობელმა.
Geo Team-ის ინფორმაციით, ლიონსა და გალათასარაის შეთანხმების შემთხვევაშიც კი, გიორგი მიქაუტაძე თურქულ მხარესთან პირადი კონტრაქტის დეტალებს არ შეათანხმებდა, რადგან მას გალათასარაიში წასვლა არ სურდა.ასე და ამგვარად, სულ მცირე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე, გიორგი მიქაუტაძე ლიონში რჩება.