მოსწავლის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, თბილისის 168-ე საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

გლოვა

თბილისის 168-ე საჯარო სკოლა მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„თბილისის 168-ე საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს მე-5 კლასის მოსწავლის, ამანათაშვილი მიშიკოს ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

ანგელოზთა დასს შეუერთდა სიცოცხლით სავსე, ჩვენი უსაყვარლესი მიშიკო... ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. უფალთან იყოს შენი სავანე ონავარო ბიჭო“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

როგორც ირკვევა, გარდაცვალების მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა.