მკვლელობაში ეჭვმიტანილი შაქრო "მოლოდოის" ძმისშვილი მოსკოვში დააკავეს

შაქრო

"კანონიერი ქურდის", შაქრო მოლოდოის (ნამდვილი სახელი ზახარ კალაშოვი) ძმისშვილი მოსკოვთან ახლოს, ბალაშიხაში დააკავეს.  

რუსული მედიის ცნობით, 23 წლის ვიტალი კალაშოვი მკვლელობის მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი და ფედერალურ ძებნაში გახლდათ.

როგორც ტელეგრამის არხი წერს, კალაშოვი ფადეევის ქუჩაზე მდებარე სახლში აიყვანეს. კრიმინალური ავტორიტეტის ძმისშვილი გაქცეულია 2024 წლის ბოლოდან. მას 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.