1783343393
გიორგი ჩაკვეტაძე იტალიური „უდინეზეს“ ფეხბურთელია
„უდინეზემ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდმა უდინეში მდებარე საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა. გუნდის მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 28 ფეხბურთელი იყო, მათ შორის საქართველოს ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, იტალიურმა გუნდმა მისი ტრანსფერო ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
ქართველი შემტევი სავარჯიშო პროცესს ჯერ არ შეერთებია, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ახალი სეზონისთვის მზადებას შეუერთდება.
„უდინეზე“ იტალიაში საწვრთნელ შეკრებას 22 ივლისამდე გაივლის, შემდეგ კი ავსტრიის ქალაქ ლინცში გაემგზავრება, სადაც 4 აგვისტომდე დარჩება და მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში რამდენიმე ამხანაგურ შეხვერას ჩაატარებს. ქართველების გუნდი იტალიის სერია A-ში პირველ შეხვედრას 22 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „კომოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.










