კვირის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კვირის ფინანსური ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ეს კვირა არ არის საუკეთესო დრო ახალი პროფესიული პროექტების დასაწყებად. ისინი წარუმატებელი აღმოჩნდება და ვერ გაამართლებენ ფინანსურ მოლოდინებს.

კურო
ნუ დახარჯავთ ენერგიას, რომელიც ჭარბად გექნებათ, ნაკლებმნიშვნელოვან რუტინულ საქმეებზე . ამ დროს მხოლოდ მართლაც მნიშვნელოვან პროექტებს უნდა მოჰკიდოთ ხელი, რომლებიც სერიოზულ წარმატებასა და დიდ მოგებას გიქადიან.

ტყუპები
პროფესიული და ფინანსური თვალსაზრისით წარმატების მიღწევის საშუალებას ახალი ცოდნა და ტექნოლოგიები მოგცემთ, რომლებიც გამოყენების შემთხვევაში უპრეცედენტო შედეგებს მოგიტანთ.

კირჩხიბი
ამ პერიოდში პროფესიული და ფინანსური წარმატების მთავარი პირობა კოლექტივში არსებული კომფორტული მორალური კლიმატი იქნება: მარტო წარმატებით მუშაობას და კარგად გამომუშავებას ვერ შეძლებთ.

ლომი
მიმდინარე კვირა ამ ნიშნის წარმომადგენლებს არა მხოლოდ ბიზნესში მოუტანს იღბალს, არამედ მოულოდნელ, თუმცა სავსებით დამსახურებულ მოგებასაც. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს თანხა არ დახარჯოთ და „ნათელი დღისთვის“, ანუ თქვენი ოცნებისთვის გადადოთ.

ქალწული
არ ღირს რისკიან ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ორგანიზატორები დიდ შემოსავალს გპირდებიან. ეს დაპირება, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებული აღმოჩნდება.

სასწორი
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ფინანსებთან, კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. თუ ისინი მცდარი აღმოჩნდება, მატერიალური დანაკარგი სერიოზული იქნება.

მორიელი
პერიოდი ხელსაყრელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაციისთვის: შეგიძლიათ იყიდოთ, გაყიდოთ ან გაცვალოთ ბინები, სახლები და მიწის ნაკვეთები. როგორიც არ უნდა იყოს გარიგება, ის აუცილებლად მომგებიანი აღმოჩნდება.

მშვილდოსანი
ნებისმიერ პროექტში ფულის ინვესტირებისას, რომელმაც დროთა განმავლობაში პასიური შემოსავალი უნდა მოგიტანოთ, აუცილებელია ყველა დეტალისა და ნიუანსის ზედმიწევნით გათვლა. სპონტანურობა კატეგორიულად დაუშვებელია... სრულად