ეთერ ლიპარტელიანი მერაბ დვალიშვილს ამხნევებს - „ქართველები ერთმანეთს არასდროს ვტოვებთ!“

ეთერ ლიპარტელიანი

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და UFC-ის ქართველ მებრძოლს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მერაბ, მარტო არ ხარ! მთელი საქართველო შენ გვერდით დგას! შენ ჩვენი სიამაყე ხარ და დღეს ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სიყვარული და მხარდაჭერა იგრძნო. ქართველები ერთმანეთს არასდროს ვტოვებთ! თავი მაღლა, ჩემპიონო, მთელი გულით შენთან ვართ!“ – წერს ეთერ ლიპარტელიანი.

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს.

✕