1736856330
,,ეს გამარჯვება სასიხარულო და მნიშვნელოვანი იყო" - მერაბ დვალიშვილი სამშობლოში დაბრუნდა
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი საქართველოში დაბრუნდა.
სპორტსმენი სამშობლოში ხუთი დღით დარჩება და შემდეგ კვლავ ამერიკაში დაბრუნდება.
„ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს გამარჯვება აღვნიშნო გულშემატკივრებთან ერთად. ყოველთვის ვახსენებ საქართველოს და ეს არის მთავარი მოტივაცია და მთავარი ძალა. ამისთვის ვიბრძვი, ამისთვის დავიწყე ბავშვობიდან სპორტი, რომ მინდოდა ჩემი ქვეყანა წარმომეჩინა საზღვრებს გარეთ და ამას მე ვახერხებ. ეს გამარჯვება სასიხარულო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამით ქამარზე ბრძოლა დავიმსახურე“ , - ამბობს მერაბ დვალიშვილი ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.
დვალიშვილმა რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიელი სპორტსმენი, ჟოზე ალდო სამრაუნდიან დაპირისპირებაში დაამარცხა. ამით მან კარიერის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მოიგო.