მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს - ამინდი ევროპის ქვეყნებში
1751126406
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აშშ-ის ახალი, დამატებითი დახმარების ფარგლებში, 3 მილიარდი დოლარის გამოყოფა მნიშვნელოვანია.
„საჭირო თანამედროვე იარაღმა, შეიძლება, სწრაფად შეცვალოს ომის მიმართულება, თუ ქვეყანა უფრო სწრაფად მიიღებს მას. ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით ამით, უკრაინა შეძლებს აგრესორის დამარცხებას პარტნიორების თანამედროვე იარაღით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს, მაგრამ რუსეთი შეეცდება თავიდან აიცილოს მოვლენების ასეთი განვითარება ევროპაში კრიზისების პროვოცირებით.