საჰაერო დარტყმა ეთიოპიის ერთ-ერთ საბავშვო ბაღზე - არის მსხვერპლი

ეთიოპია

ჩრდილოეთ ეთიოპიაში, ტიგრაის რეგიონში მდებარე ქალაქ მეკელეში, საბავშვო ბაღზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.

დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი, მათგან ორი ბავშვია, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მოუწოდებს ყველა მხარეს, „დაეთანხმოს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას“. ქვეყნის ფედერალური მთავრობა მომხდარში მონაწილეობას უარყოფს.

მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საჰაერო ძალების სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტები იყო,  ისინი მომხდარში ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის (TPLF) ძალებს ადანაშაულებენ.