„ეს დღე ნამდვილად არასდროს დაგვავიწყდება“ - ეროვნული ნაკრები ფოტოებს ავრცელებს

ნაკრების დახვედრა

საქართველოს ეროვნული ნაკრები, გუშინდელ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფოტოკოლაჟს ავრცელებს და მიღებულ ემოციებზე წერს. 

„სამშობლოში დაბრუნებულებმა, პირველი ემოციები და სიხარული, რა თქმა უნდა, ჩვენს საყვარელ გულშემატკივრებთან ერთად გავიზიარეთ.

ნამდვილი ემოციების ზღვა, სავსე ქუჩები, მოედნები და ჩვენი ქვეყნის საერთო სიყვარული.

ეს დღე ნამდვილად არასდროს დაგვავიწყდება“, - წერს ნაკრები სოციალურ ქსელში.

ეროვნული ნაკრები ასევე ავრცელებს ფოტოკოლაჟს, რომელზედაც გულშემატკივრების განწყობაა ასახული:

„ყველაზე გულწრფელი ემოციები“, - წერს ნაკრები.