„დოქტორი სტრეინჯი“ მოედანზე - მამარდაშვილს პოსტერი მიუძღვნეს

მამარდაშვილი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. 
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია, კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა.

ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი.

მატჩის მთავარ გმირად მაინც ნაკრების მეკარე მამარდაშვილი გამოიკვეთა. რომელმაც საოცარი ბურთები მოიგერია.

მატჩის გმირს სპეციალური პოსტერი მიუძღვნეს - ფოტოს ავტორია „კინომიღმა“