პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.
სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა.
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია, კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა.
ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნებდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
გთავაზობთ ყველაზე დაძაბული მომენტების ფოტორეპორტაჟს - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია, როცა მეტოქის კარის აღება ვერ შეძლო.