გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ქართული ფეხბურთისკენ გულშემატკივრის შემობრუნების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშთან ერთად, გიორგი მამარდაშვილიცაა - ახალგაზრდა მეკარე, ვინც უკვე დაიგდო სახელი ესპანურ ლა ლიგასა და, ზოგადად, ევროპულ ფეხბურთშიც.
ეგაა, მისი "ვალენსია" ვერ გვახარებს კარგი თამაშით და შედეგებით. ხშირად ისე ხდება, რომ გიორგი თითქმის მარტო ებრძვის მოწინააღმდეგე გუნდის შემტევებსა და არამარტო შემტევებს.
2000 წელს დაბადებული გიგანტი (199 სმ) გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ტოპ-ლიგის გუნდში ჩაირიცხა. ლა ლიგის „ვალენსიაში“ გიორგი 28-ნომრიანი მაისურით გამოდის.
საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შეყვარებულია.
მისი რჩეული ულამაზესი გოგონა ელენე ეპიტაშვილია. გოგონას ფოტოს sportline.ge ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ელენე ეპიტაშვილი ნოდიკო ტატიშვილის ერთ-ერთ კლიპში მონაწილეობს.