„არასდროს ყოფილა მარცხი იმის მიზეზი, რომ მოწინააღმდეგის მიმართ აგრესია გამომევლინა. მიზეზი სხვა იყო...“ - რას წერს აკაკი ჯაფარიძე

 აკაკი ჯაფარიძე

ქართველი ძიუდოისტი აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ძიუდოს ბუნდესლიგაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ნებისმიერი სახის ფიზიკური აგრესია სპორტში მიუღებელია. მომხდარზე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ.
თუმცა, მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს ინციდენტი სპორტული მარცხით გამოწვეული ემოციის შედეგი არ ყოფილა.

ჩემს კარიერაში გამარჯვებასთან ერთად მარცხიც ყოფილა უფრო მნიშვნელოვან შეხვედრებში, წაგებაც ღირსეულად მიმიღია და არასდროს ყოფილა მარცხი იმის მიზეზი, რომ მოწინააღმდეგის მიმართ აგრესია გამომევლინა.
მიზეზი სხვა იყო - უშუალოდ მეტოქის მხრიდან როგორც სიტყვიერი, ასევე ჟესტიკულაციით შეურაცხმყოფელი ქმედება, რაც ასევე სრულიად მიუღებელია სპორტში და სპორტული ეთიკის ფარგლებში.

პირველ რიგში მიუღებელია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის და კაცისთვის. მადლობა ყველას ვინც მხარს მიჭერს“, - წერს აკაკი ჯაფარიძე.