2022 წელს ყველაზე გაძვირებულ ფეხბურთელებს შორის, კვარაცხელია ტოპ 10-შია

კვარა

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა ტოპ 10 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა სატრანსფერო ღირებულებამაც 2022 წელს ყველაზე მეტით მოიმატა. საუკეთესო ათეულში ქართველ მოთამაშესაც ვხედავთ და ალბათ, გასაკვირი არავისთვისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მე-8 პოზიციას იკავებს.

„პარტენოპეის“ გარემარბის ამჟამინდელი ღირებულება 60 მილიონი ევროა. ხვიჩას ფასი 44 მილიონი ევროთი გაიზარდა და იგი როდრიგოსა და დარვინ ნუნიესს უსწრებს, მასზე წინ კი ჯამალ მუსიალა (+45 მილიონი), ენცო ფერნანდესი, ანტონი, იოშკო გვარდიოლი, რაფაელ ლეაუ, ორელიენ ჩუამენი და გავი იმყოფებიან (ყველა მათგანის ფასმა 50 მილიონი ევროთი მოიმატა).

Transfermarkt-ის სიაში კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს ვიპოვით. „ვალენსიას“ კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი 41-ე პოზიციას იკავებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონი ევროთი გაიზარდა. საინტერესოა, რომ 2022 წელს, გიორგი ერთადერთი მეკარე იყო, ვინც ეს მაჩვენებელი დააფიქსირა.

ცნობისთვის, „მამარდას“ თამაშს მალე ვიხილავთ და 31 დეკემბერს, მისი „ვალენსია“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. კვარაცხელიას რაც შეეხება, ხვიჩას „ნაპოლის“ თავისი თამაში 4 იანვარს ელის.Football transfers, rumours, market values and news