გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
ხვიჩა კვარაცხელიამ ცნობილ იტალიურ ტელევიზია Dazn-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ფრაგმენტს, როცა ის ოჯახზე და ძმაზე საუბრობს.
„მამაჩემი ფეხბურთელი იყო და ვფიქრობ, მან გადმომცა ფეხბურთის სიყვარული. მე ყოველთვის მხოლოდ იმიტომ ვთამაშობდი, რომ მომწონდა. როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი გუტი იყო.
როდესაც თბილისის „დინამოს აკადემიაში“ ვიყავი, ესპანელი მწვრთნელები ჩამოვიდნენ და მათგან ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ, როგორც ტექნიკური, ისე ტაქტიკური თვალსაზრისით. დღესაც, თბილისის „დინამოს“ აკადემია საქართველოში მოწინავე პოზიციაზეა.
ჩემი უმცროსი ძმა ჩემზე ძლიერია, მაგრამ ეს ბევრი ვარჯიშით უნდა დაამტკიცოს. მას აქვს ყველა უნარი, რომ ჩემზე უკეთესი გახდეს და იმედი მაქვს, ამას შეძლებს. ისიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს.“ - თქვა კვარაცხელიამ.