ცნობილია გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი
1734206079
ხვიჩა კვარაცხელია გოლს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავს. ესაა, ძირითადად ხელის ჟესტებით, სტეფ კარის სტილში და ა.შ. ცნობილ იტალიურ ტელევიზიასთან, Dazn-თან ინტერვიუში კი ამაზე ისაუბრა.
„მიკანკალებს თუ არა ფეხები თამაშის წინ? არ ვიცი (იცინის). არ მგონია, რომ მორცხვი ვიყო... უბრალოდ, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს.
არ ვიცი, სტეფ კარის სტილს გავიმეორებ თუ არა, ეს ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული. წინასწარ არ ვიცი, რას გავაკეთებ გოლის გატანის შემდეგ.
ვინ არის ფეხბურთის კარი? რონალდუ. მთელი ჩემი ცხოვრება მას ვგულშემატკივრობ და ახლაც. სანამ ის ფეხბურთშია, მეც მისკენ ვიქნები.
კიდევ ერთი აღნიშვნა, რომელსაც ვაკეთებ, ჩემი შეყვარებულის სახელის პირველი ასოა.“ - თქვა ხვიჩამ.