1693080603
16 მაისს თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები 16 მაისს თბილისში საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ.
„საქართველოში ლეგენდების სერია გრძელდება. Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისს ლეგენდარული „ბარსელონა“ ესტუმრება“, – წერია Sports Orient-ის გავრცელებულ ცნობაში.
მსოფლიო ფეხბურთის გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდება. GEO 11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების ამხანაგურ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ 10 წლის წინ თბილისში, „დინამო არენაზე“ ევროპის სუპერთასის ფინალი გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ „სევილია“ 5:4 დაამარცხა.