ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
“1090 სამხედრო პირს სახელმწიფოსგან უპრეცენდენტოდ შეღავათიანი პირობებითა და შიდა განვადებით რამდენიმე თვეში საცხოვრებელი ბინები გადაეცემა” – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
“უკვე გაისად დასრულდება “ჯარის ქალაქის – Army City” მშენებლობა. პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი უკვე აშენდა და სრულდება ძალიან მალე, რამდენიმე თვეში და დაახლოებით 1090 სამხედროს გადაეცემა ბინები, უპრეცენდენტოდ შეღავათიანი პირობებითა და შიდა განვადებით.
ჩვენ ბოლო 2 წელიწადში თითქმის ყველა სამხედრო ბაზის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და რეაბილიტაცია მოვახერხეთ. დაიწყო სამხედრო ავიაციის აღდგენის პროცესი და წარმატებით მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები.” – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო პირების ხელფასების ზრდაც 10-დან 20 პროცენტამდე დააანონსა.