„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
საჭიროებს თქვენი ოჯახი ფულად დახმარებას? მაშინ, სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს უნდა მიმართოთ.
"პრაიმტაიმის" ამ სტატიაში ნახავთ, ვის და რამდენით შეუძლია ისარგებლოს სოციალური დახმარების პროგრამით:
რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება?
მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზე ნაკლებია:
120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 150 ლარის ოდენობის შემწეობას.
ფულად დახმარებას ოჯახი მიიღებს, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის განხორციელების შემდგომ, მინიჭებული სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლის მომდევნო მეორე თვიდან.
ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:
ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზები შეიძლება იყოს: