ამბავი ქალზე, რომელმაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზის ორი ბავშვი იშვილა - ახლა მის ოჯახს დახმარება სჭირდება

ბავშვი

სოციალურ ქსელში მოქალაქე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, საკუთარი ოჯახის შესახებ მძიმე და საინტერესო ისტორიას ჰყვება და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

„რამდენიმე წლის წინ გურიაში, ერთი ახალგაზრდა ქალი, სახელად ნინო, მშობიარობისას გარდაიცვალა.

საბედნიეროდ ბავშვი გადარჩა, მაგრამ სამშობიარო ტრავმის გამო ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. როცა მამამ, შვილის დიაგნოზი გაიგო, უარი თქვა მასზე და ბავშვთა თავშესაფარში დატოვა.

მე ალექსანდრე ვარ. მე და ჩემი ოჯახი თბილისში ვცხოვრობდით, ნაწილობრივ მსგავსება კი ერთი ის იყო ჩვენსა და ზემოთ ხსენებულ ოჯახს შორის, რომ ჩემს ძმასაც (გიორგის) ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მწვავე ფორმა ჰქონდა, დედა იმედს არ კარგავდა, თან ჰყვებოდა, მთელი 6 წელი, მაგრამ 6 წლის და რამდენიმე თვის იყო ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა.

შემდეგ რაღაც პერიოდის მერე, დედაჩემი მივიდა ბავშვთა სახლში და იგივე დიაგნოზის მქონე ორი ბავშვი, გიორგი და ნუცა წამოიყვანა და იშვილა. გარშემო მყოფების ნაწილი გაგიჟდაო დედაზე იძახდნენ, ნაწილიც განცვიფრებისგან ხმას ვერ იღებდა. მოკლედ ერთი რამ ცხადი იყო, ურთულესი ტვირთი აიღო დედამ საკუთარ თავზე, და მე და მამაც მხარში დავუდექით.

არ ვამეტებ რომ იტყვიან ცივ ნიავს არ აკარებდა დედა ბავშვებს, გაუკეთა ოპერაცია ფეხებზე ორივე ბავშვს, რეაბილიტაცია, მასაჟი და ა.შ.

ცდილობდა უკეთესობისკენ შეეცვალა ბავშვების ჯანმრთელობა, რაც ნაწილობრივ შეძლო. შემდეგ მამა გულის შეტევით გარდაიცვალა, და დედას აღებული ტვირთი უფრო დამძიმდა.

ნაშვილები ბავშვებიდან, ბიჭის ბიოლოგიური მამა ჩვილის ჩაბარებიდან 10 წლის მერე პირველად გამოჩნდა და შვილის დაბრუნება მოითხოვა, გიორგის ჩვენი დატოვება ძალიან არ უნდოდა, ისევე როგორც ჩვენ არ გვინდოდა გიოს გაშვება სხვაგან. მისი ოჯახი ჩვენ ვიყავით, მაგრამ რადგან სრულწლოვანი არ იყო, მისი აზრი არავინ გაითვალისწინა, ჩვენი მით უმეტეს.

რაც შეეხება ნუცას, ის დღემდე ჩემთან არის, და სამწუხაროდ მასზე ზრუნვა ახლა მხოლოდ მე მიწევს, რადგან დედაც გარდაიცვალა.

წინა თვეში ჩემს დას გაუკეთდა ოპერაცია, ახლა უკეთესად არის, მაგრამ ვართ უაღრეს,გაჭირვებაში. იქნებ ვინმეს შეუძლია გადაგვიხადოს 1 თვის ქირის თანხა“,- წერს ალექსი ჭელიძე.

 

საქართველოს ბანკი: GE46BG0000000161115236

ნუცა ჭელიძე