ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში სადღესასწაულო ღონისძიება მიმდინარეობს

17 მაისი

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი მიმდინარეობს, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ატარებს.

მსახურებაზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, და სხვა პირები.

მსახურების დასრულების შემდეგ, დაიწყება მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ.