ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
დღეიდან 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ განმარტა, ვის გადაეცემა ვაუჩერი და ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა.
„500 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერების პროგრამა. ამ პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი ოჯახებში მცხოვრები საპენსიო ასაკის პირები, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 ათასს არ აღემატება.
მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება. პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მათ ვაუჩერები ავტომატურად გადაეცემათ. ამ ვაუჩერებთან ერთად დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი, რომელი პროგრამებით შეუძლიათ ისარგებლონ ამ ადამიანებმა“,- განაცხადა კახა კალაძემ.