გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა
1779135073
დღევანდელ რეალობაში მარადიული სიყვარულის ბევრს არ სჯერა, როცა სიყვარული ყველაზე ნათელი და ძლიერი გრძნობაა.
ვეცდებით მოგიყვეთ ცნობილი ქართველი წყვილების ჰარმონიის საიდუმლოებები - ამის შემდეგ აუცილებლად ირწმუნებთ მარადიული სიყვარულის ჭეშმარიტებას.
მსახიობებს, გოგა ბარბაქაძესა და მაია დობორჯგინიძეს 16 წლიანი ჰარმონიული თანაცხოვრება აკავშირებთ. როგორც გოგა ამბობს, მისთვის თვითონ ოჯახი ჰარმონიაა და ვერ წარმოუდგენია ცხოვრება მეუღლისა და შვილების გარეშე.
"ყოველი დღე ახალი ჟინითა და ერთმანეთის სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ. დღევანდელ ყოფაში გვიწევს მოვიკრიბოთ ძალა და გავუხალისოთ ერთმანეთს ცხოვრება. პარტნიორი პირველი ადამიანი უნდა იყოს, ვისთანაც ჩვენი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარებას შევძლებთ." , - ამბობს მაია დობორჯგინიძე.