,,New york-ში დაგეგმილ კონცერტზე , მე აღარ მივიღებ მონაწილეობას...“ - ნუცა ბუზალაძე
1733766727
რუსთავის 2 განახლებულ სეზონს ქართული სერიალის პრემიერით იწყებს. „ბამბის აღმართი“ ასე ჰქვია მრავალსერიან დრამას, სადაც მთავარ როლებს ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობები - თათული ედიშერაშვილი, ლილი ხურითი სლავა ნათენაძე და კიდევ სხვა ცნობილი მსახიობები თამაშობენ.
როგორც „პრაიმტაიმს“ მსახიობმა და სერიალის პროდიუსერმა თათული ედიშერაშვილმა უთხრა, მრავალსერიანი დრამა, ერთი თაობის სოციუმის სხვადასხვა წარმომადგენლებზეა, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ცხოვრობენ.
სერიალის ზოგიერთ ეპიზოდში, რეალური ისტორია გაცოცხლდება. ამ შემთხვევაში თათული ედიშერაშვილი კომედიური ჟანრის როლს არ მოირგებს. მაყურებელი ამჯერად სულ სხვა ამპლუაში გაიცნობს. კამერის წინ თამაშს მიჩვეულია, თუმცა, ობიექტივს მიღმა, პროექტის ხელმძღვანელობა და პროდიუსერობა, სულ სხვა პასუხისმგებლობააო, ამბობს.
უფრო მეტს თათული „პრაიმტაიმს“ უყვება.
„პირველი სტუდიო და რუსთავი 2 ახალ ქართულ მრავალსერიან დრამას წარმოგიდგენთ, რომელსაც მაყურებელი ეთერში შაბათ-კვირას 22:00 საათზე იხილავს. ჩემი სახელი და გვარის გაჟღერებისას, შესაძლოა, მაყურებელს მოლოდინი გაუჩნდეს, რომ საქმე კომედიური ჟანრის სერიალთან გვაქვს, თუმცა - არა. ამ შემთხვევაში ტელემაყურებელი სულ სხვანაირ თათული ედიშერაშვილს დრამატული როლით გაიცნობს. შეიძლება ითქვას, რომ ბეწვის ხიდზე გავდივარ, თუმცა ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ჰაერივით და წყალივით საჭირო იყო ეკრანზე ბედი სხვა ჟანრში მეცადა. განაგრძეთ კითხვა