სკანდალი! საბერძნეთში დაკავებულია ქართველი ქალი, რომელსაც მაფიასთან კავშირი ბრალდება - რას ამბობს გამოძიება

საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია იძიებს ქართველი შინამოსამსახურის კავშირებს "კანონიერ ქურდებთან"- ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.  
 
40 წლის ქალი საბერძნეთში სამუშაოდ წლების წინ წავიდა. ის ატიკას რეგიონში 16 აგვისტოს დააკავეს. ამ თემაზე „კურიერმა“ რეპორტაჟი რამდენიმე დღის წინ მოამზადა და დაკავებულის ოჯახის წევრებსაც ესაუბრა.  აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალი იმ სახლებს ძარცვავდა, სადაც შინამოსამსახურედ მუშაობდა. 

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა გამოძიება საბერძნეთში მყოფი ქართველი “კანონიერი ქურდების“ კვალზეც გავიდეს.  

დაკავებული ქალის ჩხრეკისას ამოიღეს 43 სახლის გასაღების ასლი, ძვირფასეულობის მოსაძებნად საჭირო სპეციალური დეტექტორი, ჩემოდანში მოთავსებული ხელსაწყოები, ანტიკვარული ხმლები, მოოქროვილი ხატები, ვერცხლის ბიბლია, საკოლექციო კალმები, ცეცხლსასროლი იარაღი და დანები.  

გამოძიება იმ ადამიანებს ეძებს, რომელთა სახლების გასაღების ასლები დაკავებული ქალის სახლში იპოვეს. უკვე იდენტიფიცირებულია ოთხი სახლის მეპატრონე.