პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მასშტაბური მუსიკალური პროექტის გაკეთებაზე ფიქრობს, ფიქრი პროექტის სახით გაწერილიც აქვს, თუმცა მატერიალური რესურსის უქონლობის გამო, ჯერჯერობით მის განხორციელებაზე ვერც ოცნებობს. იცის, რომ მუსიკალური გემოვნების გადასარჩენად ისევ სიახლე უნდა "დაატრიალოს", თანამედროვე ხედვით "ამობრუნებული" ფოლკლორიდან, თუმცა...
მარინა ბერიძე: ვერაფერს ვაკეთებ. ვერ გავიგე, რა გავაკეთო. გემოვნებაში ძალიან ქვევით მივდივართ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მიზანმიმართულად ვერ მივდივართ წინ. ახლა არის ეტაპი, როდესაც რამე ღირებული და დონის ამწევი უნდა გაკეთდეს.
2002 წელსაც ასეთი მდგომარეობა იყო. მე და ნიკა მემანიშვილმა ავიღეთ და გია ყანჩელის პროექტი გავაკეთეთ. ცოტა ადრე იყო, ვიღაცამ გაიგო, ვიღაცამ - ვერა. მაგრამ საჭირო იყო, გარდატეხა მოხდა. მაშინ "არტ იმედში" ვიყავი, ამ მასშტაბის პროექტის გაკეთების საშუალებაც იყო. ახლაც ის დროა, რომ რამე ძალიან თანამედროვე გაკეთდეს. მაშინ ყანჩელი ძალიან თანამედროვე ხედვით გვქონდა გაკეთებული.
თანამედროვე ხედვით, ჟღერადობით, შემსრულებლით ახალი პროექტი უნდა გაკეთდეს და აუცილებლად ქართული უნდა იყოს. სერიოზული ფოლკლორი გვაქვს, სხვისი არაფერი გვჭირდება, ჩვენი უნდა გავათანამედროვოთ.
იდეები არის და გაგიმხელთ, პროექტებადაც კი ვწერ და ვდებ. მაგრამ აი, ფინანსების პერსპექტივა არ არის. თაროზე ვდებ და ვიცი, ოდესღაც ვიღაც გამოიყენებს.
მე მაინც ოპტიმისტი და მხიარული ადამიანი ვარ, რაც არ უნდა მლანძღონ. მაინც ლაღი ვარ. ცოტა მინდა, რომ გავხალისდე. თუმცა ის ცოტაც ძნელი მოსაძებნია დღეს. მაინც უნდა მოძებნო თავში ის ძალა, რაც გაგახალისებს. ზოგისთვის ეს ხატვაა, ზოგისთვის წერა... ვფიქრობ, წიგნი ხომ არ დავწერო გვარებით და სახელებით, ვინ ვინ იყო და ვინ ვინ არის, მაგრამ ქვეყანა დაინგრევა. (გულიანად იცინის) ვხუმრობ. არაფრის დაწერას არ ვაპირებ. ჯერ მაინც მუსიკა მაწუხებს.
მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც ვამბობ, უნიჭიერესი ერი ვართ. უნიჭიერესი ახალგაზრდობა გვყავს. მახარებს და მასულდგმულებს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები. კლასიკური მუსიკის ჟანრის მუსიკოსებთან, რომლებიც საზღვაგარეთ არიან სასწავლებლად წასულები, სულ კონტაქტზე ვარ. სულ პულსზე მიდევს ხელი. ზოგჯერ ღამით მოვარდებიან ჩემთან. ჩემი შვილი ხუმრობს, ჩემი მეგობრებიც აღარ აწყობს, შვილიშვილების ტოლებთან მეგობრობს უკვეო. დიდი გადინებაა საქართველოდან. კლასიკურ ჟანრში ვინც მოღვაწეობს, ყველა წასასვლელადაა გამზადებული ან უკვე წასულია.