პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კანიე უესტის ანგარიში Twitter-ზე აღდგენილია. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გაზეთში აღნიშნულია, რომ Twitter-მა უესტისგან მიიღო დაპირება, რომ ის არ გამოიყენებს პლატფორმას ანტისემიტური და სხვა მტრული პუბლიკაციების გასავრცელებლად.
ამასთან, რეპერი ანგარიშზე გამოქვეყნებული კონტენტის მონეტიზაციას ვერ შეძლებს, მის პოსტებთან კი რეკლამა არ გამოჩნდება. ანგარიშის აღდგენის შემდეგ უესტს ჯერ არაფერი გამოუქვეყნებია. Twitter -ზე მას 31,6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
უესტის ანგარიში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, ძალადობისკენ მოწოდებების გამო დაიბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რეპერმა რამდენიმე ტვიტი გამოაქვეყნა, რომლებშიც დავითის ვარსკვლავში სვასტიკის გამოსახულება გამოიყენა.
ოქტომბრის დასაწყისში კი უესტის ანგარიშს დროებითი შეზღუდვა დაუწესეს ანტისემიტური ტვიტების გამო. რეპერს ანგარიშზე წვდომა მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც Twitter-ი ილონ მასკმა შეიძინა.
ასევე ნახეთ:
რა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან
„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი