„ერთადერთი გადარჩენილი...“ - მამაკაცი ამტკიცებს, რომ 2027 წელში გაიჭედა და სამყაროში მარტოა
1734813292
ბიზნეს გამოცემა Forbes-ის მიერ ახლად გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ ამერიკელი პოპვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის ქონება 1.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ახლა სვიფტი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია. დღემდე, ამ სტატუსს ბარბადოსელი ვარსკვლავი, რიანა ატარებდა, რომლის ქონებაც ამჟამად 1.4 მილიარდი დოლარით ფასდება.
Forbes-ის ცნობით, ტეილორ სვიფტი ახლა მეორე ყველაზე მდიდარი მუსიკოსია, Jay Z-ის შემდეგ. რეპერისა და პროდიუსერის, ჯეი ზის ქონება 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა როგორც გამოცემა აღნიშნავს, სვიფტი ერთადერთი მუსიკოსია, რომელმაც მილიარდი, დამატებითი ბიზნესის გარეშე, მხოლოდ მუსიკალური პერფორმანსებითა და ჩანაწერების გაყიდვით გამოიმუშავა.